“დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ არის უსამართლო მიდგომები, უარგუმენტო საყვედურები და ბრალდებები” – მაჭარაშვილი
“დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ არის უსამართლო მიდგომები, უარგუმენტო საყვედურები და ბრალდებები”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
“მაგიდაზე როდესაც დევს საერთაშორისო ინსტიტუციების დასკვნები საქართველოს პოზიტივზე ნებისმიერი მიმართულებით, ანუ ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტური ნიშნულით რომ გაქვს გამოცდა ჩაბარებული და ამ დროს, საგამოცდო კომისია გეუბნება, გამოცდის ჩაბარების პროცესი შეჩერებულია, ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რასაც ვამბობთ, მიდგომებია უსამართლო და სწორედ ეს არის ანტიევროპული განცხადებები. ჩვენ პროცესს მშვიდად მოვყვებით და უსამართლო პროცესი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია, აუცილებლად დასრულდება და სამართლიანი მიდგომა იქნება, როგორც აქამდე იყო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.