ჰერმან საბო – “ბოლომდე არ გადაწურეს წყალი, რაღაც კონტაქტები რომ შენარჩუნდეს”
საქართველოს დელეგაციის ჩასვლა სამიტზე არის თითქოს ბოლომდე არ გადაწურეს წყალი, რაღაც კონტაქტები რომ შენარჩუნდეს, – ასე აფასებს პარტია “გირჩის” წარმომადგენელი ჰერმან საბო საქართველოს დელეგაციის ვიზიტს NATO-ს სამიტზე.
მისი თქმით, ეს ვიზიტი ფორმალურია.
“იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ჯერ კიდევ არის “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის წევრი, მიიწვიეს საქართველოც, მაგრამ ეს არ მგონია რამე პრაქტიკულში გადაითარგმნოს, მაგალითად ვიზიტის შემდეგ საქართველოში წვრთნები აღდგება, ან ახალი აღჭურვის პროგრამა იქნება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ეს ვიზიტი ფორმალობა მგონია”, – განაცხადა საბომ.