ლევან მაჭავარიანი – “ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ, რომ სხვა ტიპის სიახლეებს ველოდებოდი”

სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ, რომ სხვა ტიპის სიახლეებს ველოდებოდი. აქ არაფერი სიახლე არ ყოფილა, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი პლატფორმის პრეზენტაცია.

ლევან მაჭავარიანმა როგორც მან აღნიშნა, პრეზენტაციაზე წარდგენილი „ახალი სახეები“ ისედაც „ნაცმოძრაობის“ წევრები იყვნენ.

„ქალბატონი კორძაია, ახვლედიანი და ჯაფარიძე რომ ისედაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ ეს არანაირი სიურპრიზი არ არის. აქედან გამომდინარე, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, მოდით ასე ვთქვათ. იმაზე საუბარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება. აბსოლუტურად საპირისპირო ხდება. დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს შანსები ნულზე ქვემოთ არის ჩასული“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები