„ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ – „ნაცმოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნეს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს.

პლატფორმის პრეზენტაცია ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გახსნა და გუნდის წევრები წარადგინა: გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ფავლენიშვილი და ლაშა დიაროვი.

„სხვა პარტიებმა თუ ვერ შეძლეს ამ ეტაპზე გაერთიანება, გავერთიანდეთ ჩვენ პოლიტიკოსებთან, საზოგადოებრივად აქტიურ პირებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და რაც მთავარია, ახალგაზრდებთან, რომლებმაც ყველაზე კარგად დაგვანახეს ერთიანობის ძალა. ეს არის ის, რითაც ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც ჩვენ გვაძლევს ძალას. ახლა ჩვენი ვალია, ეს გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ საარჩევნო ნომერი – 5 იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები