“მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს” – პრეზიდენტი

ოკუპანტების მიერ უკრაინაში დღეს განხორციელებულ, ინტენსიურ ავიათავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

“მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქებზე დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს, მათ შორის, კიევზე, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა.

ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებსა და ტრაგიკულ შედეგებს კიდევ ერთხელ ცხადყოფს“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები