“ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც პრინციპები და იდეები გააჩნია” – რაქვიაშვილი

“ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც პრინციპები და იდეები გააჩნია”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ მხარს ვუჭერდით ყველა იმ პარტიის გაერთიანებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხმებზე პარაზიტობს. არ არის სწორი, მიხეილ სააკაშვილს ხმები წაართვა, რადგან ვერ გაიყავი ადგილები თუ თანამდებობები. მიხეილ სააკაშვილის წინადადებას მხარს ვუჭერდით, „ახალი“ იქნება, „ლელო“ თუ ზურა ჯაფარიძე-ხოშტარია და ა.შ., მათ შორის, „ევროპული საქართველოც“ „ნაცებში“ შესულიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ გაინაწილეს ადგილები, ვერ დალაგდნენ თანამდებობებზე და ეს ამბავი არ გამოდის”, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები