“ყველანაირი კვლევა ჩაატარეს, ვერცერთი კონფიგურაციით „ქართულ ოცნებას“ ვერ ამარცხებენ; ამიტომ წვალობენ – ერთმანეთში გადადიან და გადმოდიან” – მდინარაძე

„რადიკალურმა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ აღნიშნული გადალაგებითაც კი, არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლებელია. ახლა ცდილობენ, ორში გაერთიანდნენ. შემდეგ შეიძლება იყოს ოთხი. მერე, შესაძლოა, გახარია ცალკე გადააგდონ, დაავალონ, „ქართულ ოცნებას“ იქნებ ერთი პროცენტი მაინც წაართვა, ეგეც საქმეაო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“ყველანაირი კვლევა ჩაატარეს, ვერცერთი კონფიგურაციით „ქართულ ოცნებას“ ვერ ამარცხებენ. ამიტომ წვალობენ – ერთმანეთში გადადიან და გადმოდიან. არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამაში რადიკალური ოპოზიცია მათ მიერ ჩატარებული კვლევებითაც რწმუნდება, მაგრამ „იხტიბარს არ იტეხენ და რაღაც კონფიგურაციის დალაგებას ცდილობენ, სადაც ოდნავ მეტი თეორიული შანსი ექნებათ, თუმცა უშედეგოდ. მათი საერთო ნიშანი არის ბოროტება და მათ ჰყავთ გარე დავალებების მიმცემი ადამიანები, რომლებიც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს რამდენიმე ასეული ადამიანი, თუ რამდენიმე ათასი არა, რომლებსაც რაც არ უნდა დაავალონ, განმაცვიფრებელ დავალებებსაც კი შეასრულებენ, ოღონდ მათი უფროსების, გარედან დავალების მიმცემების აზრი გაითვალისწინონ. აქედან გამომდინარე, ისინი ბევრჯერ გადაჯგუფდებიან”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები