ჩვენი საარჩევნო სიის უმრავლესობა უნდა იყოს ახალი ხალხით დაკომპლექტებული, ჩვენი ამოცანაა, ვკონცენტრირდეთ მომავალზე – მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, მათი საარჩევნო სიის აბსოლუტური უმეტესობა, ახალი სახეებისგან დაკომპლექტდება, – ამის შესახებ მან საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

“ჩვენი საარჩევნო სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა იყოს ახალი ხალხით დაკომპლექტებული. ჩვენი ამოცანაა, ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ჩვენ რა მტრობა გვაქვს ერთმანეთში?! თუ პარტიებს ვერ უხერხდებათ გაერთიანება, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სხვადასხვა საზოგადოების წევრებთან, სხვადასხვა ხალხთან, სხვადასხვა ვარსკვლავებთან ჩვენი საზოგადოების, რომლებიც აქამდე არ ყოფილან პოლიტიკაში. ჩვენ დაგვჭირდება ნამდვილი ნაციონალური მობილიზაცია, ჩვენ ახლა გვჭირდება თითოეულ ადამიანთან მისვლა”, – განაცხადა მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები