“ერთიანი სიის განხილვაში არ შევდივართ; “ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან” – საბა ბუაძე

“ერთიანი სიის განხილვაში არ შევდივართ, ვინაიდან ცვლილებების საუკეთესო ფორმულად მიგვაჩნია რამდენიმე ალტერნატიული, ძლიერი პოლიტიკური ცენტრი და „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა გვაქვს კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან”, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ ისაუბრა.

“უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ქართული ქარტიის მხარდაჭერა. ქარტიას მხარს უჭერს „ლელო“. ეს არის ძირითადი საბაზისო რეფორმები, მაგრამ ეს რეფორმები არ არის საკმარისი, რომ საბოლოოდ შევჯერდეთ. ამის მიღმა არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი შინაარსობრივი საკითხი და ეს არის ზუსტად პოლიტიკური კონსულტაციების ფუნდამენტური საკითხი. მოლაპარაკებების პროცესსა და მიმდინარეობაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებთ, ვიდრე ძირითადი კონტური არ გამოიკვეთება“, – განაცხადა  ბუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები