გაერთიანდებიან თუ ნაწილ-ნაწილ გამოვლენ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ეს მაინც „ნაცმოძრაობაა” – ქადაგიშვილი

“ნაციონალური მოძრაობა“ ამ პერიოდში რამდენიმე ნაწილად დაიშალა. იქ „ნაციონალური მოძრაობა“, იქ მელია, გვარამია, იქ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, იქ „ლელო“ – თავიდან ყველანი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

“დღეს ისინი რა კონფიგურაციით შეერთდებიან, მთლიანად გაერთიანდებიან თუ ნაწილ-ნაწილ გამოვლენ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ეს მაინც „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები