“არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომ ნიშანი მოეცა ვინმეს, შენ ხარ დასანქცირებულიო” – მდინარაძე

“შეიძლება, მართლა ვარ დასანქცირებული, არ ვიცი. არც მეილი მომსვლია, არც არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომ ნიშანი მოეცა ვინმეს, შენ ხარ დასანქცირებულიო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ცოტა გაურკვეველი, გაუგონარი სიტუაციაა. მაგალითად, თქვენი კოლეგები „მთავარიდან“ და „პირველიდან“ მეუბნებიან, რომ დასანქცირებული ვარ, სხვა არ მიმხელს არავინ. შეიძლება მართლა ვარ დასანქცირებული, არ ვიცი. არც მეილი მომსვლია, არც არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომ ნიშანი მოეცა ვინმეს, შენ ხარ დასანქცირებულიო. ამ კონტექსტში არ მინდა მათგან [აშშ-დან] არასერიოზულობაზე ვისაუბრო, რადგან [ოპოზიციური მედიისგან] შეფასდება თავდასხმად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ასეთ სისულელეებსაც კონკრეტული ეთერებიდან გავიგებთ ხოლმე, რომ თავს ვესხმით. ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებთ ამ თემაზე, თუ ეს სანქციები ბუნებაში მართლაც არსებობს, რა თქმა უნდა უსამართლოა”, – განმარტა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები