“გაცილებით ნაკლები კომუნიკაციის ქვეყნებს, დაწყებული 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე მოყოლებული, უფრო მეტ ვიზას აძლევდნენ” – მდინარაძე აშშ-ზე

“გაცილებით ნაკლები კომუნიკაციის ქვეყნებს, დაწყებული 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე მოყოლებული, უფრო მეტ ვიზას აძლევდნენ”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

“დამისახელეთ ერთი ცრუ ბრალდება ან დეზინფორმაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ს წინააღმდეგ გაახმოვანა? არასდროს „ქართული ოცნების“ არცერთ დეპუტატს, მთავრობის არცერთ წევრს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები ცუდია და რაიმე მსგავსი. ჩვენ მეორე ფრონტიც არასდროს დაგვიბრალებია ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. არც გლობალური ომის პარტია არასდროს გვიწოდებია აშშ-სთვის. ერთი ფრაზა ამომიღეთ, რომ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!”, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები