“გამორიცხული მგონია” – მდინარაძე ჟურნალისტის კითხვას პასუხობს, შეეხება თუ არა დაგეგმილი ამნისტია სააკაშვილს

შეეხება თუ არა მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი ამნისტია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს – ეს შეკითხვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს.

“გამორიცხული მგონია, იმიტომ, რომ მე რა მუხლებსაც ვიხსენებ, მისი მუხლები აქ არ უნდა ეწეროს და დიდი სურვილიც არ არის ამის, პირდაპირ გეუბნებით”, – უპასუხა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს.

“ჩვენ პირველ ნაბიჯს ვაანონსებდით და ამას ვაკეთებთ ახლა, რომ პატიმრების რაოდენობა შემცირდეს იმგვარად, რომ შემდეგი ღონისძიებებით, უწყებებთან, სამართალდამცველებთან კოორდინაციით, შევძლოთ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 1/3-ით შევამციროთ პატიმრების რაოდენობა. საბოლოო მიზანი ეს არის და ამას ამნისტიით ვიწყებთ. ამნისტიის გარეშე ეს არ გამოვა. ჩვენ საკითხს გავდივართ მუხლების მიხედვით, მათი სიმძიმის თუ სიმსუბუქის მიხედვით”, – განმარტა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები