“გაერთიანებასთან დაკავშირებით საჯაროდ და არასაჯაროდაც მივმართეთ „ახალის“ და „ლელოს“ ხელმძღვანელობას, სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ დუმილი გვესმის” – ბოკერია

“გაერთიანებასთან დაკავშირებით საჯაროდ და არასაჯაროდაც მივმართეთ „ახალის“ და „ლელოს“ ხელმძღვანელობას, სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ დუმილი გვესმის”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ისაუბრა.

“ორი კვირის წინ „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას გააცნო ჩვენი ხედვა. ჩვენ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო გზა იყო პროდასავლური ოპოზიციის შიგნით იმ ტიპის სიმძიმის შექმნა, რომელიც გააქარწყლებდა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სააკაშვილისა და კეზერაშვილის ერთობის მთავარ ალტერნატივად წარმოჩენის თაობაზე.

ეს ხედვა ჩვენ გავაცანით ჩვენს პარტნიორ კონკურენტ პარტიებსაც. ამის შემდეგ ჩატარდა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი კონკურენტი პარტიების მონაწილეობით, „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშე. ამ კვლევამ დამატებით არგუმენტები შესძინა ჩვენს ხედვას. კვლევამ, რომლის მონაცემებსაც გაგაცნობთ დეტალურად, დაადასტურა, რომ რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის ჯამური შედეგი საგრძნობლად უკეთესია ეგრეთ წოდებული ერთიანი სიის შედეგზე”, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები