„გვაქვს პრეზენტაცია, რომელსაც ექნება ყრილობის კომპონენტი და გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის, გამარჯვებისთვის” – ბოკუჩავა

„გვაქვს პრეზენტაცია, რომელსაც ექნება ყრილობის კომპონენტი და გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის, გამარჯვებისთვის”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა და  დააანონსა, რომ 20:00 საათზე გაიმართება პარტიის ყრილობა.

“შემიძლია გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება. რაც მთავარია, ჩვენი მიზანი არის საერთო ფრონტის შექმნას შევუწყოთ ხელი. ყველაფერს რამდენიმე საათში ნახავს საზოგადოება, 20:00 საათზე იქნება პრეზენტაცია, რომელსაც ყრილობის კომპონენტიც ექნება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები