ხვიჩია – გიორგი გაბიტაშვილზე: მე მას არ მივიჩნევ ცუდ ადამიანად

“ზოგადად, ერთი დაკვირვებით ჩანს, რომ ყველაზე მეტად გიორგი გაბიტაშვილი წარმოადგენს კანდიდატს, რომელსაც ხელისუფლება დაუჭერს მხარს. საზოგადოებრივი ინტერესიც, ბუნებრივია, რომ მასზე ყველაზე მაღალია”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“მე მას არ მივიჩნევ ცუდ ადამიანად და მეორე საკითხია, დღევანდელ სისტემაში რას ნიშნავს მთავარი პროკურორი, რამდენად სწორია, ზოგადად, ახლა პროკურორის არჩევა და იმ ლეგიტიმაციით, რომელიც მმართველ ძალას გააჩნია, ეს საერთოდ სხვა საკითხია. მე საერთოდ სხვა ტიპის პროკურატურას ვეთანხმები, აქ პიროვნული ფაქტორები არაფერ შუაშია. სინამდვილეში, მგონია, რომ პროკურატურა უნდა იყოს დაზარალებულის წარმომადგენელი და შესაბამისად, ის უნდა იდგეს იმ პრინციპზე, რომ თუ არ არსებობს დაზარალებული, არ არსებობს დამნაშავე, რაც დღევანდელი სისტემისთვის წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები