გენერალური პროკურორის კანდიდატობის შესარჩევი პროცესი არის საჯარო,დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, თვალყური მიადევნონ კანდიდატების კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს – ნინო წილოსანი

პროკურორის არჩევის პროცესში ხაზგასასმელია პროცესის საჯაროობა, რაც საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი აცხადებს, სადაც გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესს აფასებს.

„გენერალური პროკურორის კანდიდატობის შესარჩევი პროცესი მიმდინარეობს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის საჯარო და გადმოიცემა ონლაინ რეჟიმში, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს აძლევს საშუალებას, რომ თვალყური მიადევნონ კანდიდატების კვალიფიკაციას, პროფესიონალიზმს და მოტივაციას ამ პოზიციაზე არჩვის შემთხვევაში“, – აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას დღეს გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები