საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენეთა ალიანსმა გაიმარჯვა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა.

შედეგების თანახმად, პარლამენტში ყველაზე მეტი ადგილი მემარცხენეთა ალიანსმა, „ახალმა ფრონტმა“ მიიღო, რომელიც 182 მანდატს შეადგენს.

მეორე ადგილს იკავებს ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კოალიცია 163 ადგილით, ხოლო მესამეზეა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“, რომელსაც 143 მანდატი შეხვდა.

საბოლოოდ, აბსოლუტური უმრავლესობა, რომლისთვისაც 289 მანდატია საჭირო, ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები