არჩილ თალაკვაძე – უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებზე: ვეცდებით, აქ შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ იგრძნონ, ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას პირველი დღიდანვე ჰქონდა

ვეცდებით, რომ ამ 10 დღის განმავლობაში აქ შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ იგრძნონ საქართველოს, ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას პირველი დღიდანვე ჰქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ უკრაინელი ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არიან ბავშვები, რომელთა ქალაქებსაც უშუალოდ შეეხო ომი, ვისი სახლებიც დაიბომბა და ვისი მშობლებიც მონაწილეობენ ომში. ვეცდებით, რომ ამ 10 დღის განმავლობაში აქ შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ იგრძნონ საქართველოს, ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას პირველი დღიდანვე ჰქონდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველო საზაფხულო ბანაკში უკრაინიდან ჩამოსული ბავშვების მორიგ ნაკადს მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები