„ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციაში დასავლეთის განცხადებები ოპოზიციისთვის ერთგვარი სასიცოცხლო ჟანგბადია, რადგან მათ არც დიდი რესურსი აქვთ და არც ავტორიტეტი” – ქადაგიშვილი

„ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციაში, რაც არჩევნების წინ გვაქვს, დასავლეთის განცხადებები ოპოზიციისთვის, რომ იტყვიან, ერთგვარი სასიცოცხლო ჟანგბადია, რადგან მათ არც დიდი რესურსი აქვთ და არც ავტორიტეტი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

“ხდება-ხოლმე, როდესაც ქვეყნებს შორის, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, გარკვეული პერიოდით აზრთა სხვადასხვაობა ან ბუნდოვანება წარმოიშობა-ხოლმე, მაგრამ გლობალური და შორს მიმავალი ინტერესები გაცილებით უფრო მეტია, პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება გაცილებით უფრო დიდია. აქედან გამომდინარე, იმას, რაზეც ჩვენი პრემიერ-მინისტრი საუბრობს, არის უალტერნატივო რამ, რაც დღეს თუ არა ხვალ ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება. დანარჩენი კი არის განცხადებები, რომელიც დროში უკვალოდ გაქრება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები