“დავიჭერდი იმ ქალებს, ვინც ერთხელ უჩივლა ქმარს, დააჭერინა და მეორედ კიდევ უჩივლა და კვლავ იმასთან ცხოვრობს” – პროკურორობის კანდიდატი

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. კანდიდატმა ლალი ბუნტურმა უპასუხა საბჭოს კითხვებს, ოჯახში არსებულ ძალადობაზე, არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.

“მშობელი რომ შვილს დასჯის, ამაზე არ დავიწყებდი სამართლებრივ დევნას. რაც შეეხება ოჯახურ ძალადობას, ოჯახში ქალბატონი რომ უჩივლებს ქმარს და ეს ქმარი წავა ციხეში. პრაქტიკა გვაქვს ასეთი, დაწერენ საჩივარს, უჩივლებენ, პოლიცია წაიყვანს და სასამართლოში უკვე წერენ – პრეტენზია არ გამაჩნია. აზრი?! დაწერა, ახლა პრეტენზია არ აქვს?! ურიგდებიან.

დავიჭერდი იმ ქალებს, ვინც ერთხელ უჩივლა ქმარს, დააჭერინა და მეორედ კიდევ უჩივლა და კვლავ იმასთან ცხოვრობს. თუ ადამიანს აჭერინებ იმის გამო, რომ ვერ იტან, კანონდამრღვევია, მაშინ აღარ უნდა გააშვებინო”, – განაცხადა ლალი ბუნტურმა.

კანდიდატმა ასევე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, თუ რა ფორმით ითანამშრომლებდა ის საერთაშორისო პარტნიორებთან.

“ყელა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მექნებოდა კომუნიკაცია, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ მათ ეხელმძღვანელათ ჩემთვის. ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდესო, მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი არ ვარ, ქართველი ვარ”, – განაცხადა ლალი ბუნტურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები