5 ივლისი მხატვარ ოთარ ჩხარტიშვილის დაბადების დღეა
5 ივლისი ოთარ ჩხარტიშვილის დაბადების დღეა. მხატვარს 86 წელი შეუსრულდებოდა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მის ნამუშევრებს აქვეყნებს.
„ოთარ ჩხარტიშვილი ქართული ავანგარდული ხელოვნების ტიპური წარმომადგენელი და თბილისში ამავე სახელწოდების დაჯგუფების დამაარსებელია. მეამბოხე ხასიათით გამორჩეული ხელოვანი ექსპერიმენტებითა და ახალი გამომსახველობითი გზების ძიებით თავის ნამუშევრებში რეალობის მწვავე კრიტიკას გვიჩვენებს.
ნონკონფორმისტი მხატვარი საბჭოთა ხელოვნების სახე-სიმბოლოთა კრიტიკული ანალიზით საკუთარ განსხვავებულ ნიშანთა სისტემას, წესრიგსა და გამომსახველობით ენას ქმნის. მისი ნამუშევრები თავისებურად ასახავს დროის მხატვრულ და იდეოლოგიურ სპეციფიკას. ოთარ ჩხარტიშვილი იყო ლეგენდარული „ბულდოზერის გამოფენის“ მონაწილე, რომელიც 1974 წელს მოსკოვში გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.