“გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი, თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი” – ლალი ბუნტური იაგო ხვიჩიას მიმართავს

თქვენმა პარტიამ რომ გამოაცხადა ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარება, მე თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი, გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი, – ასე მიმართა პროკურორობის კანდიდატმა ლალი ბუნტურმა პარტია “გირჩის” თავმჯდომარეს, იაგო ხვიჩიას.

იაგო ხვიჩიამ დააკონკრეტა, რომ პარტიის თავმჯდომარე თავადაა და პროკურორობის კანდიდატი სწორედ მის დაჭერას აპირებს.

“ჩემი პარტიის თავმჯდომარე მე ვარ, თქვენ ჩემ დაჭერას აპირებთ, იქნებ ბრალდება წამომიყენოთ. მე არ შევცვლილვარ, იგივე ადამიანი ვარ, რაც მაშინ ვიყავი. რაზე მიჭერთ რომ მითხრათ, სამართლებრივად, თქვენ ხომ იურისტი ბრძანდებით”, – მიმართა იაგო ხვიჩიამ ლალი ბუნტურს.

საბოლოოდ, ლალი ბუნტურმა აღნიშნა, რომ ეს მესიჯი იყო მისგან, რომ გამოასწოროს მისი შეცდომა.

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ამ წუთებში საბჭო იურისტ ლალი ბუნტურს უსმენს, რომელიც პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველომ” წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები