m&i Tbilisi 2024“ ფორუმში საერთაშორისო კომპანიებთან ერთად ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო პარაგრაფი თბილისის წარმომადგენელი თამუნა ჩხეიძე.
„მოხარულები ვართ, რომ m&i-ის მასშტაბურ ფორუმი თბილისში ჩატარდა, საქართველომ პირველად უმასპინძლა ამ ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ეს ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ახალი ადგილი ღონისძიებებისა და დიდი ჯგუფების მისაღებად“, – აცხადებს თამუნა ჩხეიძე.
m&i-ის ფორუმი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. 4 დღიანი ფორუმის ფარგლებში საქართველოს ევროპის ქვეყნებიდან ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი ევროპიდან. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.
m&i Tbilisi-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდა გასცნობოდა დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს.