“საქმიან ტურიზმს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე მეტი დანახარჯი მოაქვს” – ქვრივიშვილი
“საქმიან ტურიზმს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში და, ზოგადად, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე მეტი დანახარჯი მოაქვს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
“ქვეყანაში შემოდიან დიდი ზომის ჯგუფები, საქართველოში ტარდება კონფერენციები, საერთაშორისო ღონისძიებები და ეს პირდაპირ ისახება ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სახის ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია სხვა მომიჯნავე სექტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ღონისძიების კარგად ჩატარებას.
შესაბამისად, მობილიზებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წლიდან წლამდე საქმიანი ტურიზმის პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომის შედეგია”, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.