“მთაწმინდაზე ხანძრის ქრობაში დროულად ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, მიმდინარეობს ჩვეულებრივი კერების დამუშავება” – ლევან მუსელიანი

“112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ხანძარი მთაწმინდის ფერდობზე გავრცელებული იყო. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება ხანძართან დაკავშირებით. ყველა ჯგუფი დროულად გამოცხადდა ადგილზე, ხანძრის ყველა მიმართულებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ ლოკალიზება მოხდა”, – ამის შესახებ თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

“ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე, ხანძრის ქრობაში დროულად ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი და ამ ეტაპზე ჩვეულებრივი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე, დგინდება, რა ტერიტორიაზე იყო ხანძარი”, – განაცხადა მუსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები