“ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ქართველად დავიბადე” – სანდრო მამუკელაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი ლატვიაში იმყოფება და, საკუთარ გუნდთან ერთად, საქართველოსთვის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას ცდილობს.

როგორც კალათბურთელმა leadersport-თან ინტერვიუში აღნიშნა, ბედნიერი და ამაყია, რომ ქართველად დაიბადა.

“ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ქართველად დავიბადე. ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, სადებიუტო ევროზე ჯგუფიდან 1/8 ფინალში გასვლა მოახერხა, გზად კი პორტუგალიის უძლიერესი ნაკრები დაამარცხა.

საკალათბურთო ნაკრების წევრები ერთად ვუყურებდით ამ თამაშებს და უდიდესი სიამაყე გვეუფლებოდა, რომ ასეთი თანამოძმეები გვყავს. ფეხბურთელებმა უდიდესი სიხარული მოგვიტანეს, როგორც ჩვენ, ასევე მთელ ერს”, – აღნიშნა მამუკელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები