“ენჯეოსექტორმა ქვეყანაში ვერ გააჩინა ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც ადამიანების სიმპათიებს მოიპოვებდნენ და მათ ელექტორალური ღირებულება ექნებოდათ” – ხვიჩია

“ენჯეოსექტორმა ქვეყანაში ვერ გააჩინა ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც ადამიანების სიმპათიებს მოიპოვებდნენ და მათ ელექტორალური ღირებულება ექნებოდათ”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.

ხვიჩია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური მოძრაობის, „თავისუფლების მოედნის“ დაფუძნებას გამოეხმაურა.

“წინასაარჩევნო პერიოდი მოდის და ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი, ამ ჟანრში მოსინჯოს ენერგია. პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ენჯეოსექტორმა ქვეყანაში ვერ გააჩინა ქარიზმატული ლიდერები, რომლებიც ადამიანების სიმპათიებს მოიპოვებდნენ და მათ ელექტორალური ღირებულება ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მგონია, ეს პროექტი წარმატებული იყოს.

„ენჯეოებს“ აქამდე არ მოუციათ საფუძველი ქართველი ხალხისთვის, რომ ისინი არჩევადები არიან და პრინციპულად დაიცვან რომელიმე პოლიტიკური აზრი. პოლიტიკაში წინასაარჩევნოდ ფინანსებიც ტრიალებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ადამიანს მოუნდეს ამ პროცესში ძალების მოსინჯვა. დავაკვირდეთ, სად აღმოჩნდება ეს ხალხი და ამის მიხედვით გავაკეთოთ განცხადებები მათი მიზნების შესახებ”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები