“გულშემატკივრების მხარდაჭერა ფასდაუდებელია, ჩვენს ნაკრებს ძალიან მაგარ სტიმულს აძლევს, რომ უფრო მეტი წარმატება აჩუქონ მათ” – დავით მუჯირი

“ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იყო, აგვიხდა დიდი ხნის ოცნება და კიდევ უფრო ბევრად სასიხარულოა ის, თუ რამდენად დიდი სიხარული მივანიჭეთ ქართველ გულშემატკივარს”, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ისაუბრა.

“გულშემატკივრების მხარდაჭერა ფასდაუდებელია, ჩვენს ნაკრებს ძალიან მაგარ სტიმულს, მოტივაციას აძლევს, რომ უფრო მეტი წარმატება აჩუქონ მათ.

ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდებათ ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც იქნებიან მოტივირებულები უკვე შემდეგი შეჯიბრებებისთვის, რათა კიდევ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი”, – აღნიშნა დავით მუჯირმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. უკვე დღეს, მათი ნაწილი ევროპის ქვეყნებში, საკუთარ საფეხბურთო კლუბებში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები