სტიქია სამეგრელოში – დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

ძლიერი ქარი და სეტყვა იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა კედლები. ქარისა და სეტყვის შედეგად, განადგურდა სახნავ-სათესი ფართობებისა და სავარგულების ნაწილი.

სტიქიის ზონაში გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მერიის წარმომადგენლები. მიმდინარეობს ზიანისა და ზარალის შესწავლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები