ანზორ მექვაბიშვილი: ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ცოტა იმედგაცრუებულებიც ბოლო მარცხით, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალური გავაკეთოთ

ასეთი შედეგი ისტორიას არ ახსოვს, ისტორია დავწერეთ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ანზორ მექვაბიშვილმა განაცხადა.

„ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ცოტა იმედგაცრუებულებიც ბოლო მარცხით, რადგან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მაქსიმალური გავაკეთოთ. აქ რომ ჩამოვედით, ცოტა დაღლილები ვიყავით, მაგრამ როგორც შეგხვდა ხალხი, აეროპორტთან და მთლიანად ქალაქში, ასეთი ბედნიერი ხალხი მე დიდი ხანია არ მინახავს“, – აღნიშნა მექვაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები