“საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და შემთხვევით არ მოხვედრილან იქ” – გია ცეცაძე

“დარწმუნებული ვარ, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატზე როცა მოვხვდებით, გაცილებით მეტი ამბიცია გვექნება და უფრო მეტი საშუალება იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა მეტად ასახელონ”, – ამის შესახებ საფეხბურთო სპეციალისტმა გია ცეცაძემ “დღის ქრონიკაში” ჩართვისას ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა გავჩერდეთ და ამის საშუალებას ჩვენი საფეხბურთო პოტენციალი გვაძლევს. საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და შემთხვევით არ მოხვედრილან იქ, უბრალოდ, რაღაც პერიოდი გვქონდა სტაგნაციის. დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა უფრო წინ და წინ წავალთ”, – აღნიშნა ცეცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები