ხვიჩა კვარაცხელია – შემდეგი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი კომენტარი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გააკეთა. ფეხბურთელის თქმით, რო­ნალ­დუს­თან შეხ­ვედ­რა მისი ოც­ნე­ბა იყო და ეს ოცნება აუხდა. შემდეგი ოცნება კი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.

“გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს! ძა­ლი­ან მა­გა­რი გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქაც ვე­ლო­დე­ბო­დით, რომ დაგ­ვხვდე­ბოდ­ნენ. ალ­ბათ ჯერ კი­დევ წინ არის ის ზე­ი­მი, რაც გვე­ლო­დე­ბა.ბევ­რჯერ ვახ­სე­ნე, რომ რო­ნალ­დუს­თან შეხ­ვედ­რა ჩემი ოც­ნე­ბა იყო და ოც­ნე­ბა ამიხ­და. მად­ლო­ბე­ლი ვარ, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო მას­თან თა­მა­ში. შემდეგი ოცნება, ალ­ბათ, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­შია”,- განაცხადა კვარაცხელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები