„მოგზაურთა არჩევანი“ – საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმმა მოგზაურთა ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მიიღო

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმს მოგზაურთა ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს – „მოგზაურთა არჩევანის“ მიღებას.
„ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმს მოგზაურთა ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „მოგზაურთა არჩევანი“ (Travelers’ Choice) გადაეცა. საერთაშორისო პრიზი მსოფლიოს ყველაზე დიდი ამერიკული სამოგზაურო საიტის – https://www.tripadvisor.com-ის მიერ არის დაწესებული და წელიწადში ერთხელ ენიჭება ორგანიზაციებს, დამთვალიერებელთა და მოგზაურთა შთაბეჭდილებების საფუძველზე.
კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს კიდევ ერთ ჯილდოს მუზეუმის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბმული::https://www.facebook.com/jabraili.sasaxlidan/posts/pfbid02wqh2uFPJ1B96rBBwS7BFMKxecWn5DbD1uhKbybn7LECUrPvvEakAwX9KXpRsbMKil

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები