“ყველა იმ მისიაში, რომელიც ნატომ და აშშ-მა აწარმოეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ თავისი დიდი წვლილი გაიღო” – მათიკაშვილი

“კიდევ ერთხელ საზოგადოებას რომ შევახსენოთ, ყველა ის მისია, რომელიც ნატომ და შეერთებულმა შტატებმა აწარმოეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თუ მეტი არა ტერორიზმისა და მსოფლიო მასობრივი საფრთხეების წინააღმდეგ, მოდით, ასე დავარქვათ, ყველა ასეთ მისიაში საქართველომ თავისი დიდი წვლილი გაიღო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.

“პირველი კონტრიბუტორი იყო არა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის და სიცოცხლე დადეს იქ ჩვენმა გმირმა ბიჭებმა იმ იდეალებისთვის, რომელსაც ემსახურება ეს გაერთიანება. როგორ შეიძლება საქართველოს არ უნდოდეს ნატოსკენ, მაგრამ ცნობილი გამონათქვამის არ იყოს, დიდხანს ღია კარში დგომა, როგორც ბატონმა შევარდნაძემ ბრძანა, ნამდვილად არ არგებს და თუ რაღაც გადაწყვეტილებებია მისაღები, რაც დროულად იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული, შემდეგ მით ბევრი რამის პრევენცია შეიძლება, თორემ ჩვენ ჩვენი სურვილები ნატოსკენ, გვაქვს გაცხადებული”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები