დავით მათიკაშვილი: პრემიერს ჰქონდა საოცრად კარგი, შინაარსიანი ანგარიში

პრემიერს ჰქონდა საოცრად კარგი, შინაარსიანი ანგარიში საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა დავით მათიკაშვილმა პრემიერის პარლამენტში წლიურ მოსმენასთან დაკავშირებით საუბრისას მედიასთან განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხის დაკვეთა და არა ის, რა იქნება დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. ეს ყველაფერი პრემიერმა საზოგადოებას ძალიან კარგად გადასცა, მაგრამ, ყველაზე მთავარი რაც პრემიერმა საზოგადოებას უთხრა, ეს არის ხვალინდელი დღე – გაერთიანებული საქართველო და დამარცხებული სიღარიბე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე 28 ივნისს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები