გურია საზღვაო ტურისტული სეზონისთვის მზადაა

გურია შავი ზღვის ახალი ტურისტული სეზონისთვის მზად არის. დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნაზე ადგილობრივი ხელისუფლება და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ზრუნავენ.

სანაპირო ზოლის დასუფთავების სამუშაოებს კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურად ახორციელებენ, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარები და სპეციალური ტექნიკა.

„გრიგოლეთი-ყვავილნარის სანაპირო ზოლი ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში სუფთავდება. ადგილზე მუშაობს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია როგორც ცოცხალი ძალით, ასევე შესაბამისი სპეციალური ტექნიკით. ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ასევე ადგილზეა სამაშველო ჯგუფები. წელს წინა წლებთან შედარებით უფრო მეტ ტურისტს ველოდებით“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები