ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს სიოფრა ო’ლირის შეხვდა

27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტს სიოფრა ო’ლირის, საქართველოს არჩეულ მოსამართლეს ლადო ჭანტურიას და სასამართლოს რეგისტრატორის მოადგილეს აბელ კამპოსს შეხვდნენ.

ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

“შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სასამართლო მეგობრის მოსაზრებების (Amicus Curiae) მომზადებისა და გაგზავნის პრაქტიკა და სასამართლოს გადაწყვეტილებების მიღებისას მათი მნიშვნელობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს სასამართლოს გაძლიერების შესაძლებლობებზე.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობას, ქვეყანაში სამართლიანობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები