დუშეთის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2000 წელს დაბადებული ა.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ა.უ.-მ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე დაზიანებების შედეგად ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები