ლევან კობიაშვილი: რა სიძლიერის გუნდია ესპანეთი კარგად ვიცით, მაგრამ ამ თამაშს ღირსეულად ვითამაშებთ – ყველაფერი გაკეთდება, რომ საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივარი კიდევ გაახაროს

ხვალიდან გუნდი სრულად გადადის მზადების რეჟიმში, ვის ვეთამაშებით და რა სიძლიერის გუნდია ესპანეთი ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ამ თამაშს ღირსეულად ვითამაშებთ, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივარი კიდევ გაახაროს.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ესპანეთთან ჩვენი გუნდი იყოს იმ ფორმაში, რომლის ყურებაც მიგვაჩვია ბიჭებმა. იმედია თამაშამდე ისე მივალთ, რომ რომელიმე ფეხბურთელთან ტრავმა არ დაფიქსირდება, რადგან თითოეული მოთამაშე ძალიან ძვირფასია. ჯერჯერობით ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა და იმედია ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან, აღნიშნული მატჩი კი 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები