ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა.

ინფორმაცია ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება.

სანქციები 116 ადამიანსა და კომპანიას ეხება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქმედებებზე, რომლებიც არღვევს ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

მათ შორის, სანქციები შეეხო ევროპულ მედიას, პოლიტიკურ პარტიებს, ფონდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს – მათ აეკრძალებათ რუსეთის მთავრობისგან და მათი ნდობით აღჭურვილი პირებისგან დაფინანსების მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები