სამართალდამცველებმა სახელმწიფო ქონების მისაკუთრებისთვის ოთხი მოქალაქე დააკავეს

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ფართობის მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ოთხი მოქალაქე, მარია სტეფანოვა, ანა გარსევანიშვილი, ლევან სოხაშვილი და დემურ დუნდუა დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის მარტის თვეში, ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ქ. მცხეთაში, ფიქრის გორაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 000 ლარს. ფატქზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ამასთან, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები