„როდესაც ევროკავშირი, დასავლური ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები ურთიერთობს ჩინეთთან, რომელსაც უზარმაზარი ეკონომიკური ბრუნვა აქვს მსოფლიო მასშტაბით, ლოგიკურია, რომ ჩვენი ინტერესიც არის ის, რასაც პარტნიორები აკეთებენ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.
“ეს მათ სტრატეგიულ საკითხებში ჯდება და, მით უმეტეს, ჩვენს სტრატეგიულ საკითხებში ორმაგად ჯდება – ორი აზრი არ არსებობს, ამ სივრცეებს ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.