“მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება” – GWP

“მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება”,  – ინფორმაციას GWP ავრცელებს.

“სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს

მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა. დატერასების სამუშაოების პარალელურად, ადგილზე მილის საძიებო სამუშაოები სპეციალური ტექნოლოგიებით ხორციელდება. დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული მილის მონაკვეთის ლოკალურად შეკეთდება მოხდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები