“ჩვენ ძალიან განვსხვავდებით და ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც შეგვიძლია, განსხვავებულია” – ევროკავშირის ელჩი – აშშ-ის შესახებ

“ჩვენ ყველა საკითხზე ჩვენი პოზიციების კოორდინირებას ვცდილობთ. თუმცა ჩვენ ძალიან განვსხვავდებით და ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია, ძალიან განსხვავებულია, გასაგები მიზეზის გამო: ამერიკის შეერთებული შტატები ერთი სახელმწიფოა, ხოლო ევროკავშირი არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც 27 სუვერენული ქვეყნისგან შედგება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინკსიმ აშშ-ის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ კოორდინირებას ვახდენთ, ვცვლით ინფორმაციას, მაგრამ ჩვენი ქმედებები, როგორც წესი, არ არის იდენტური და არც არის საჭირო, რომ ისინი იდენტური იყოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები