გურამ მაჭარაშვილი: რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 39%-ს უთხრეს უარი შეერთებული შტატების ვიზაზე და საქართველოს საზოგადოების ყოველი მეორე მოქალაქე დაასანქცირეს

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მხოლოდ 39%-ს უთხრეს უარი შეერთებული შტატების ვიზაზე და საქართველოს საზოგადოების ყოველი მეორე მოქალაქე დაასანქცირეს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი ამ განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ვიზებზე უარის თქმის სტატისტიკას.

„როდესაც გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთი ჰყავდათ სანქციების ქვეშ და საქართველოს საზოგადოების გვერდით იდგნენ შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები, მათივე კვლევებით აღმოჩნდა, რომ სავიზო მიმართულებით რუსეთის ფედერაცია და ბევრი ის ქვეყანა, რომელთან ურთიერთობასაც გვსაყვედურობენ, ჩვენზე წინ აღმოჩნდა. ანუ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მხოლოდ 39%-ს უთხრეს უარი შეერთებული შტატების ვიზაზე და საქართველოს საზოგადოების ყოველი მეორე მოქალაქე დაასანქცირეს და უარი უთხრეს ვიზაზე. ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ასეთი ვასალური დამოკიდებულება. როდესაც მეუბნები რომ რუსეთი მტერია, შენთან მინდა მეგობრობა და აღმოჩნდება რომ ეს მტერი ჩემზე წინ დგას, ამ დროს მიმტკიცებ მეგობრობას,” -განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზებზე უარის თქმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 172-ე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები