კახა კალაძე: ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე, მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება

ჩვენ ვნახეთ ჩვენი ბიჭების ღირსეული თამაში საქართველოს ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატზე – ვნახეთ მათი ბოლომდე ბრძოლის ჟინი და შემართება, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს ეხმაურება.

როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები მეტი მონდომებით წარდგება.

„მადლობა გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გატანილი პირველი გოლისთვის!

მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს დღევანდელი დღისთვის!

წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება, სადაც ეროვნული ნაკრები კიდევ უფრო მეტი შემართებით, მეტი მონდომებით წარსდგება.

წარმატებები ეროვნულ ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!“, – წერს კალაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები