ეკა სეფაშვილი: გახარიას განცხადება, რომ მათთან ახლოს „ლელოა“, არის მხოლოდ წინასაარჩევნო გარკვეული გათამაშება

“ხალხის ძალის” წევრის ეკა სეფაშვილის შეფასებით, გახარიას განცხადება, რომ მათთან ახლოს „ლელოა“, არის მხოლოდ წინასაარჩევნო გარკვეული გათამაშება. მისივე თქმით, აღნიშნული მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

“ეს არის წინასაარჩევნოდ დაგეგმილი მანიპულაცია, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. რეალურად, მათ შორის არავითარი ერთობა არ არის და, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს მხოლოდ ძალისხმევის გაერთიანებას მათი მხრიდან, რომ მოსახლეობა ერთობლივად შეიყვანონ შეცდომაში და ვითომ მესამე ძალა არსებობს. დიდი ხანია, ამას ცდილობენ „ლელო“ და გახარია, თუმცა ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ ეს ორივე ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული დანაყოფია და არავითარ მესამე ძალას არ წარმოადგენს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები