ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა

“ბიბისის” ინფორმაციით, ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში სარკინიგზო ავარიის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. სატვირთო მატარებელი გაჩერებულ სამგზავრო მატარებელს შეეჯახა. უცნობია, რა გახდა შეჯახების მიზეზი.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩატარდება გამოძიება.

ადგილზე გაგზავნილია სამედიცინო სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები