თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევის

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში წლიურ ანგარიშს წარადგენს.

თორნიკე რიჟვაძემ მისასალმებელი სიტყვა რეგიონის მიღწევებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ მაქსიმალური კეთდება, რათა ღირსებით და სუვერენიტეტის დაცვით დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს და პარალელურად ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევისა თუ წარმატებისა.

,,სულ ახლახან ბათუმი დასახელდა ევროპის წამყვან საინვესტიციო ქალაქად, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქალაქში, კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდება, კიდევ უფრო მეტი სამუშოა ადგილი შეიქმნება და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა შეიქმნება ჩვენი მაცხოვრებლებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო და ერთადერთი აღიარება, რადგან, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბათუმმა ნამდვილად დაიმკვიდრა როგორც ევროპის ტურისტულ, ასევე ბიზნეს რუკაზე თავისი ღირსეული ადგილი. ევროპელი ვიზიტორები, ასევე ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი, ის დემოკრატიული წეს-წყობილება, ძალიან ძვირფასი, მდიდარი, ევროპული მემკვიდრეობა, რომელიც ამ ქალაქს ახასიათებს, ნამდვილად გამოარჩევს მას.
ბოლო რამდენიმე წელია უკვე ბათუმი და აჭარა აღიარდა როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ევროპაში და ასევე, შარშან ჩვენმა ულამაზესმა სტადიონმა ამერიკაში მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო და დარწმუნებული ვარ ეს მომავალშიც გაგრძელდება. როგორც ინვესტორები, ვიზიტორები ახასიათებენ ჩვენს ქალაქს, მიმზიდველს, როგორც ბიზნესის თავისუფლების კეთების კუთხით, ასევე ინვესტიციების დაცულობის კუთხით, ასევე მთავრობის გამჭვირვალობით. რა თქმა უნდა ეს არის ის ფუძემდებლური პრინციპები, რომლითაც შესაძლებელი გახდა ის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარდატეხა რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ხედავს ბოლო 12 წლის განმავლობაში და სწორედ რისი შედეგიც არის ის მიღწევები რომელიც გვაქვს – იქნება ეს ეკონომიკური ზრდა, იქნება ეს ახალი სამუშაო ადგილები, იქნება ეს სიღარიბის განახევრება, როგორც ეროვნულ ასევე რეგიონულ დონეზე. ასევე, რა თქმა უნდა ის პერსპექტივა, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით ევროპულ ოჯახთან. ეს არის ის არჩევანი რომელსაც ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, ჩვენი სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა იმ მიღწევის რაც აქამდე ჩამოვთვალე.

მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, თითოეულ ქართველს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნება მიულოცა ჩვენს ქვეყანაში – ,,მინდა მოგილოცოთ და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის უდიდეს მეცენატს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს არის ნამდვილად ღირსეული და ეროვნული საქმე, რომელიც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს”.

თორნიკე რიჟვაძემ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებმაც შეძლეს და პირველად საქართველოს ისტორიაში, ჯგუფური შესარჩევი ეტაპი გადალახეს, წარმატებები უსურვა ევროპის ჩემპიონატზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები